+ 995 593 57 77 78

Blog Post

როგორ შევარჩიოთ საღებავი

როგორ შევარჩიოთ საღებავი

ხარისხიანი საღებავის შესარჩევად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მედეგობის და ხარისხის საღებავის გამოყენება გვსურს, რაც რათქმაუნდა დამოკიდებულია არსებულ ბიუჯეტზე.

მცირებიუჯეტიან საღებავებს გააჩნია მედეგობის დაბალი მაჩვენებელი, რომლის გამოყენების შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მცირე დროში ხდება მისი დაზიანება და მოგვიწევს ხელახლა მისი გადახაზვა. უმეტესწილად ერთ კომპონენტიანი აკრილის საღებავით სამუშაოების ჩატარება რეკომენდირებულია დროებითი მონიშვნების დახაზვის დროს, რომელიც შემდგომ სასურველია ჩანაცვლდეს მაღალი მედეგობის მქონე საღებავით.

ნებისმიერი სამუშაო უნდა ჩატარდეს გზის ზედაპირის მდგომარეობის შესაბამისად, რაც დაგეგმვის პროცესიდანვე აუცილებლად უნდა მივანდოთ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს. ვინაიდან არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების ნორმებისდარღვევა, ასევე სწორად შესრულებული სამუშაოს შემხთხვევაშიც საღებავის წაშლა და დამატებითი ხარჯების გაჩენა.

გრძელვადიან პროექტებზე, სადაც არ გეგმავთ ნახაზების შეცვლას , უმჯობესია საწყის ეტაპზევე მოხდეს მაღალი ხარისხის მედეგობის მქონე ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავის გამოყენება. თუ აკრილის საღებავით ყოველ 6 თვეში უნდა დაიხაზოს ტერიტორია, ცივი პლასტი გრძელვადიან პირობებში დაგიზოგავთ, როგორც ხარჯებს ასევე დროს. საქართველოს გარემო პირობების და კლიმატის გათვალისწინებით ცივი პლასტის საღებავის გარანტირებული ხარისხი დაახლოებით 3 წელია.

საღებავი და გზის საფარზე მისი დატანის მეთოდი ფაქტურის და მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებლად გამოცდილი ოსტატის მიერ უნდა შეირჩეს.